ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18:07, 01.05.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თვითდინებით შესულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 16 პაციენტია მოთავსებული. თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ ასევე საცხოვრებელი სახლიდან შევიდა ერთი პაციენტი, რომელსაც ანალიზი უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი