ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი გაეწერა, ხვალისთვის კიდევ სამის გაწერა არის დაგეგმილი
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი გაეწერა, ხვალისთვის კიდევ სამის გაწერა არის დაგეგმილი

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი გაეწერა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

გამოჯამრთელებული ახალგაზრდა მამაკაცია, ის ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა. ნადირაძის თქმით, ხვალ კლინიკიდან კიდევ სამი პაციენტის გაწერა იგეგმება.

კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის ოთხი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.