ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
პაციენტები ე.წ. ვანის კლასტერს განეკუთვნებოდნენ. ამჟამად ვანის კლასტერის ყველა წევრი სრულად განიკურნა.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 16 პაციენტი მკურნალობს. ერთ საკვლევ პაციენტზე ანალიზების პასუხს მედიკოსები დღის ბოლოს ელოდებიან.