ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

13:20, 01.05.2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

პაციენტები ე.წ. ვანის კლასტერს განეკუთვნებოდნენ. ამჟამად ვანის კლასტერის ყველა წევრი სრულად განიკურნა.

კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 16 პაციენტი მკურნალობს. ერთ საკვლევ პაციენტზე ანალიზების პასუხს მედიკოსები დღის ბოლოს ელოდებიან.

მსგავსი