ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა, მათგან ორი ბავშვია
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა, მათგან ორი ბავშვია.
ამჟამად, კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტია მოთავსებული.
საერთო ჯამში, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 34 გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
ამასთან, კლინიკაში ერთი საკვლევი პაციენტი ჰყავთ, რომელსაც კორონავირუსზე ანალიზს დღეს აუღებენ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 288 პაციენტია გამოჯანმრთელებული.