ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა, მათგან ორი ბავშვია
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა, მათგან ორი ბავშვია

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა, მათგან ორი ბავშვია.

ამჟამად, კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტია მოთავსებული.

საერთო ჯამში, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 34 გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

ამასთან, კლინიკაში ერთი საკვლევი პაციენტი ჰყავთ, რომელსაც კორონავირუსზე ანალიზს დღეს აუღებენ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან  288 პაციენტია გამოჯანმრთელებული.