ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
კლინიკაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტი მოათავსეს.
ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან და მოგზაურობის ისტორია აქვთ. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ.
ამ დროისთვის, კლინიკაში შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.