ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტია მოთავსებული

11:45, 13.06.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

კლინიკაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტი მოათავსეს.

ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან და მოგზაურობის ისტორია აქვთ. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ.

ამ დროისთვის, კლინიკაში შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსგავსი