ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 73 პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 73 პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 73 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ხოლო 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ასევე მკურნალობენ ბავშვებს, მათ შორის ერთი 25 დღის ჩვილია. მაღლაფერიძის განცხადებით, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.

ასევე კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტზე ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი. ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 37 019, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ჯამში 423-ს შეადგენს.