ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სიმსივნური დაავადების მქონე 73 წლის პაციენტი განიკურნა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან განიკურნა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც „კოვიდ 19“-ის თანმხლებად სიმსივნური დაავადება აქვს. ის კლინიკას ხვალ დატოვებს.
ამასთან, როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, საეჭვო სიმპტომების მქონე ახალი პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტი, მათგან სამი კლინიკას ხვალ დატოვებს.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა.