ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სიმსივნური დაავადების მქონე 73 წლის პაციენტი განიკურნა

21:27, 21.04.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან განიკურნა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც „კოვიდ 19“-ის თანმხლებად სიმსივნური დაავადება აქვს. ის კლინიკას ხვალ დატოვებს.

ამასთან, როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, საეჭვო სიმპტომების მქონე ახალი პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტი, მათგან სამი კლინიკას ხვალ დატოვებს.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი