ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 596 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ვირუსი 1 294-მა პაციენტმა დაძლია.