ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

21:28, 04.09.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის  1 596 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ვირუსი 1 294-მა პაციენტმა დაძლია.

 

მსგავსი