ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი ახალი პაციენტი მიიღეს. ერთს სომხეთში, ხოლო მეორეს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათ დღის მანძილზე ანალიზებს აუღებენ და პასუხი საღამოს იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, წუხელ საღამოს ლაბორატორიიდან ოთი პაციენტის პასუხი მიიღეს და ოთხივე უარყფითი იყო. ასევე კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.