ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 416 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 105 გამოჯანმრთელდა
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 416 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 105 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა, ხოლო 105 გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა უკვე 105 ადამიანი, გვაქვს  გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.