ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში წყალტუბოს კარანტინიდან შეიყვანეს.

კლინიკაში ასევე მიიღეს აჭარიდან კორონავირუსის დიაგნოზის მქონე დედა-შვილი ბავშვი ცხრა წლისაა. ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 23 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის სამი ბავშვია.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა, დაინფიცირებულებს შორის 12 პირს პნევმონია აქვს, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული.