ქუთაისის ცხელების ცენტრში 15 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 15 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და 15-ვე პასუხი უარყოფითია, ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.
მუკბანიანის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტმა მიმართა. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან მხოლოდ ერთს აუღებენ შესაბამის ანალიზს და ლაბორატორიაში გაგზავნიან.