ქუთაისის ცხელების ცენტრში 15 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

09:41, 17.04.2020

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 15 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და 15-ვე პასუხი უარყოფითია, ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტმა მიმართა. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან მხოლოდ ერთს აუღებენ შესაბამის ანალიზს და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი