ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 44 პროცენტით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი 72 210 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის აგვისტო 50 094 მგზავრი).
ზრდა რეისების რაოდენობის მიხედვითაც ფიქსირდება. 2018 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 245 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 15 პროცენტით მეტია. 2017 წლის აგვისტოს ეს მაჩვენებელი 213 რეისს შეადგენდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382 325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 პროცენტით მეტია. (2017 წლის 8 თვე – 283 355 მგზავრი).
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მომავალ თვეებშიც პოზიტიურია მოლოდინია.