ქუთაისის აეროპორტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატიკით გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმა.
„პირველი, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთო კონცეფციით დაბრენდილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია“, – აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
ასევე, 26 მაისს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრებს სიურპრიზები ელოდებათ.
დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. მათ შორის სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის, გამოფენები და კონცერტები.
ამასთან, 26 მაისის თემათიკით გაფორმებულია ადგილობრივი აეროპორტებიც.