ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანებაგამოიწვია.