ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავებულებიდან ხუთი პირის ადვოკატი კახა სინჯიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ, რის გამოც დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათი აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვს.
შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს.