ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო
თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.
ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი გამოთქვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, ეს დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს, რაც ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოცხადებას ითხოვს.
საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დარჩა. მხარეების მიერ ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას შეძლებს.