ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის და გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.