ქსანში ავარიისას ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანში ავტოავარიის შედეგად, სამგზავრო ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა.
ავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც ამოყირავდა.
პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანია.
მომხდარის შედეგად, დაშავდა ათი ადამიანი.
ავარიისას სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.