ქსანში ავარიისას ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია
ქსანში ავარიისას ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

​მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანში ავტოავარიის შედეგად, სამგზავრო ავტობუსის სამი მგზავრი დაიღუპა.

ავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც ამოყირავდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანია.

მომხდარის შედეგად, დაშავდა ათი ადამიანი.

ავარიისას სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.