ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო]
ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო]

საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

საქართველოს სახარებისეული ქრისტიანობის და ეკლესიის კავშირში საზეიმო წირვა ეკლესიის უხუცესმა, წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა.

ლოცვები კავშირის პრეზიდენტმა და ეპისკოპოსმა, გია კანდელაკმაც წაიკითხა.

ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა.

ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია 2017 წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.

„2000 წლის წინ ჩვენთვის, სამყაროს მოევლინა ჩვენი მხსნელი უფალი იესო, რომელიც განკაცდა და ჩვენი ხსნისთვის თავი დაიმდაბლა. მინდა, დღევანდელ დღეს – ქრისტეს შობას, ყრმა იესო თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ადამიანების გულში დაბადებულიყოს. მისი შობა არის სიახლის შემომტანი ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი პრობლემების მომგვარებელი, პრობლემების, რომელსაც ასე ძალიან განიცდის ჩვენი ქვეყანა.

ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოსახლეობას, მინდა, აქედან გავუგზავნო მოლოცვა. ვიცი, მათი რთული მდგომარეობა და მინდა, ვუსურვო კარგად ყოფნა, ბედნიერება და საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.

ასევე, სრულიად საქართველოს, წინასწარ ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ფარავდეს ღმერთი და დალოცოს უფალმა,” – განაცხადა გია კანდელაკმა.