არჩილ თალაკვაძე – ჩვენს თანამემამულეებსა და ყველას, ვინც დღეს შობას სიხარულით ხვდება, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს

01:20, 25.12.2019

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქრისტეს შობას ულოცავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს!

საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამემამულეებსა და ყველას, ვინც დღეს შობას სიხარულით ხვდება, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს და ბედნიერებას!“ – აღნიშნულია თალაკვაძის მილოცვაში.

მსგავსი