აქცია-ფლეშმობს ფერადი ქოლგებით ბათუმელი გიდებიც შეუერთდნენ. ისინი ქოლგებით პიაცას მოედანზე შეიკრიბნენ.
ფლეშმობი „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“ ბუდაპეშტში დაიგეგმა და მას ევროპის რამდენიმე ქალაქი შეუერთდა, მათ შორის, საქართველოს ქალაქებიც.
გიდების აქცია გაიმართა ქუთაისშიც.
„ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით“ – ამ სლოგანით გიდები ქუთაისში, ვერიკოს ბაღში შეიკრიბნენ.
ქუთაისელი გიდების განცხადებით, ფლეშმობ-აქციის მიზანია, მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება და ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმის გააქტიურებას.
მათი თქმით, ტურიზმის შეჩერებამ უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები დატოვა შემოსავლის გარეშე.
მსგავსი შინაარსის აქცია დღეს თბილისშიც გაიმართა.