ქოლგიანი გიდების ფლეშმობ-აქცია ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართა
ქოლგიანი გიდების ფლეშმობ-აქცია ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართა

აქცია-ფლეშმობს ფერადი ქოლგებით ბათუმელი ​გიდებიც შეუერთდნენ. ისინი ქოლგებით პიაცას მოედანზე შეიკრიბნენ.

ფლეშმობი „ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ“ ბუდაპეშტში დაიგეგმა და მას ევროპის რამდენიმე ქალაქი შეუერთდა, მათ შორის, საქართველოს ქალაქებიც.

გიდების აქცია გაიმართა ქუთაისშიც.

„ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით“ – ამ სლოგანით გიდები ქუთაისში, ვერიკოს ბაღში შეიკრიბნენ.

ქუთაისელი გიდების განცხადებით, ფლეშმობ-აქციის მიზანია, მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება და ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმის გააქტიურებას.

მათი თქმით, ტურიზმის შეჩერებამ უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები დატოვა შემოსავლის გარეშე.

მსგავსი შინაარსის აქცია დღეს თბილისშიც გაიმართა.

დატოვე კომენტარი