ქობულეთში წყალდიდობის გამო, სახლში ჩარჩენილი 87 წლის ცისანა მორჩილაძე მაშველებმა გამოიყვანეს
ქობულეთში წყალდიდობის გამო, სახლში ჩარჩენილი 87 წლის ცისანა მორჩილაძე მაშველებმა გამოიყვანეს

ქობულეთში წყალდიდობის გამო, სახლში ჩარჩენილი 87 წლის ცისანა მორჩილაძე მაშველებმა გამოიყვანეს.

პოპოვის ქუჩის 4 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული წყალმა დაფარა.

ადგილზე ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე სამაშველო ბრიგადასთან ერთად მივიდა. მაშველებმა სახლში ჩარჩენილები მეორე სართულიდან სპეცტექნიკით გადმოიყვანეს.

“სახლში იყო ჩარჩენილი მოხუცი, მეტრანახევარზე მეტითაა დაფარული პირველი სართული. ბებოსთვის ცოტა ძნელი იყო, მაგრამ მაინც მოხერხდა მისი გადმოყვანა”, -განაცხადა პირველ არხთან ერთ-ერთმა მაშველმა.