ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
დაკავების მიზეზებსა სხვა დეტალებთან დაკავშირებით სუს-ში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლიდან რადიაქტიული ნივთიერება ამოიღეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას სავარაუდოდ მოგვიანებით გაავრცელებს.