სპეცოპერაცია ქობულეთში - დაკავებულია ერთი პირი
სპეცოპერაცია ქობულეთში - დაკავებულია ერთი პირი

ქობულეთში, სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა ან გასაღებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.