ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავეს

02:23, 12.03.2019

ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

დაკავების მიზეზებსა სხვა დეტალებთან დაკავშირებით სუს-ში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლიდან რადიაქტიული ნივთიერება ამოიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას სავარაუდოდ მოგვიანებით გაავრცელებს.

მსგავსი