ქობულეთში, სოფელ ოჩხამურთან, ე.წ. აგურის ქარხნის დასახლების მიმდებარედ ეკალბარდი იწვის.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა ჩართული. ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.
მერის ინფორმაციით, დაახლოებით სამ ჰექტარზე ეკალბარდი იწვის. მისივე თქმით, ხანძარი არ უქმნის საფრთხეს არც ტყის მასივს და არც დასახლებულ პუნქტებს.
„ძირითადად ეკალბარდი იწვის. წინასწარი გათვლით ეს არის სამი ჰექტარი. ხანძართან ახლოს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს და ვცდილობთ ლიკვიდაციას“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.