ქობულეთში, სოფელ გვარასთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ვითარებას სამხედროები და საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ
ქობულეთის სოფელ გვარასთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სამხედროები და საპატრულო ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.
ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, სიმშვიდეა.
სოფელ გვარასთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ვითარებას სამხედროები და საპატრულო ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად გადაადგილდებიან სადისტრიბუციო და სამედიცინო ავტომანქანები.
საკარანტინო ზონის ოთხ სოფელში ჯამში 11 ათასზე მეტი მოსახლეა. მათგან 5 600-ზე მეტ ადამიანს თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა.