ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს.
მედპერსონალი არ აკონკრეტებს, როგორ აღმოჩნდა მილში ემბრიონი. ისინი ამბობენ, რომ წყლის სისტემა გაიჭედა და გაწმენდის შემდეგ მასში ემბრიონი აღმოჩნდა, რის შესახებაც სამართალდამცველებს აცნობეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.