ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა
ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე მოხდა. ქმარმა ცოლს სცემა, რის შემდეგაც მეუღლემ მას ჭრილობა დანით მიაყენა.

დაშავებულს ჭრილობა ზურგისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. იგი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

„ცოლი დაკავებული არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მის დასაკავებლად უწყება სასამართლოს განჩინებას ელოდება“, – განაცხადეს პირველ არხთან შინაგან საქმეთა სამინისტროში.