ქობულეთში პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა - დაშავებულია ხუთი ადამიანი
ქობულეთში პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომელია.
ექიმების განცხადებით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში ამჟამად მხოლოდ ორი მათგანი აგრძელებს მკურნალობას.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბობოყვათის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, პოლიციის ეკიპაჟი წინ მიმავალი ავტომანქანის გადასწრებას ცდილობდა, ამ დროს კი შემხვედრ ავტომობილს შეეჯახა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.