ქობულეთში მენინგოკოქცემიით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, ნინო ნიჟარაძის თქმით, აჭარაში მენინგოკოქცემიით გარდაცვალების წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
„კონტაქტში მყოფ პირებზე, მათ შორის ბაღის აღსაზრდელებზე, ოჯახის წევრებსა და პედაგოგებზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ჩაუტარდათ პროფილაქტიკა. ბაღში კი ჰიგიენური სანიტარული რეჟიმის დაცვის ღონისძიებები ჩატარდა”, – განაცხადა ნიჟარაძემ.