ქობულეთში მეეზოვეებმა მუშაობა განაახლეს. სანიტარული დასუფთავების ორასამდე თანამშრომელი, რომელიც გუშინ გაიფიცა, დღეს სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.
მეეზოვეებმა გაფიცვა ქობულეთის მერთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. მირიან ქათამაძე მათ დაჰპირდა, რომ თვის ბოლომდე ხელფასები გაეზრდებათ.
გაფიცვა ქობულეთელმა მეეზოვეებმა გუშინ კვარტალური პრემიის მოთხოვნით დაიწყეს.
მათი განცხადებით, პრემიას ყოველ წელს იღებდნენ, ქობულეთის მერმა კი განუცხადა, რომ წელს ბიუჯეტში საპრემიო თანხები გათვალისწინებული არ იყო, თუმცა სახელფასო განაკვეთი გადაიხედებოდა.