ქობულეთში, მდინარე ჩოლოქის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ქობულეთში, მდინარე ჩოლოქის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ქობულეთში ხანძარია. ცეცხლი მდინარე ჩოლოქის მიმდებარე ეკალ-ბარდებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 40 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი აფერხებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცეცხლის ტყეზე ან დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არის.