ქობულეთში დღეს თერმოსკრინინგი 672 მოქალაქეს ჩაუტარდა, საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღმოაჩნდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი გრძელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს ქალაქ ქობულეთში 672 ადამიანი შემოწმდა. მათგან საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღენიშნებოდა.
მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი ჯამში 18 275 ადამიანს ჩაუტარდა.