ქობულეთში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკალბარდს უკიდია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდაპირველად ხანძარი ისპაანის ჭაობის ნაკრძალში ბალახს მოედო, შემდეგ კი ავტობანისკენ გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება, ხანძრის ლიკვიდაციისთვის ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.