ქობულეთში ახალი სამედიცინო ცენტრი „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – კლინიკა ბომონდი“ გაიხსნა.
კლინიკა ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებს მიიღებს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ცხელებისა და „კოვიდ-19“-ის მართვის ცენტრების ფუნქციასაც შეითავსებს. თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა ერთდროულად 25-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს. ცენტრში ათი ბოქსირებული პალატაა. საკურორტო სეზონზე ცენტრის არსებობა ეპიდემიის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ახალი კლინიკა ქობულეთის ბავშვთა ყოფილი საავადმყოფოს ბაზაზე სამ კვირაში, მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა.