ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაშავდა [ვიდეო]

ორი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩაქვში, ქობულეთის შემოვლით გზაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.