ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი დასრულდა. მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში თერმოსკრინინგი სულ 33 788 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 32 ადამიანს საეჭვო სიმპტომი გამოუვლინდა.
დღეს კი თერმოსკრინინგი ჩატარდა ქობულეთის ბაზარშიც, სადაც 1325 ადამიანი შემოწმდა. არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გამოვლენილა.
ქალაქ ქობულეთში საერთო ჯამში ტემპერატურა 23 174 ადამიანს შეუმოწმდა, მათგან რვა საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.
დასრულდა თერმოსკრინინგი საკარანტინო ზონაში არსებულ სოფლებში.
კერძოდ, ლეღვაში თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 2742 პირს, მათ შორის 12 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა, მუხაესტატეში – 1565 პირს, შვიდი საეჭვო შემთხვევა იყო, გვარაში 777 ადამიანს და ორი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა, წყავროკაში ტემპერატურა 997 ადამიანს შეუმოწმდა და ერთი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ოჩხამურში თერმოკსრინინგი 4533-მა ადამიანმა გაიარა და ორი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.