ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი აქტიურად გრძელდება.
მერიის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში ტემპერატურა 1465 ადამიანს შეუმოწმდა.
ამასთან, სოფელ თიკერში თერმოსკრინინგი 220 ადამიანს ჩაუტარდა.
საერთო ჯამში, დღეს თერმოსკრინინგი 1685-მა ადამიანმა გაიარა. საეჭვო სიმპტომი არც ერთ პირს არ აღმოაჩნდა.
თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი სულ 30278 ადამიანს ჩაუტარდა.