ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. მობილური მაღაზიები მუშაობას აგრძელებენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, სასურველი პროდუქტი ე.წ მობილური მაღაზიის მეშვეობით შეეძინა. მაღაზია დღეს პირველად სოფელ ლეღვაში გაჩერდა.
ე.წ მობილური მაღაზიის ფუნქციონირებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან ერთად გაეცნო.
„ქობულეთის საკარანტინო ზონებში დღეს ამოვიდა მოძრავი, ე.წ მობილური მაღაზია პირველადი სასურსათო პროდუქტებით დატვირთული. მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა შეიძინოს გაცილებით იაფად ანუ საბითუმო ფასებად პროდუქცია. ვაკონტროლებთ, რომ დაცული იქნას ყველა რეკომენდაცია, დაცული იყოს დისტანცია. ყველა ჩაკეტილ ზონაში შევა აღნიშნული მაღაზია და მოემსახურება მოსახლეობას“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.