ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის მერი ლევან ზოიძე.

მისი ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ზარალს ქობულეთის მერიაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც გადაწყდება, რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს. მანამდე კი, ოჯახი ქირით იცხოვრებს, რომლის ხარჯებს ქობულეთის მერია დაფარავს.